კარგი, კეთილი იყოს მამაც სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ -ასე ეხმაურება დიმიტრი მედვედევი გაზსადენ “ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ისთვის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან “ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ “ჩრილოეთი ნაკადი-2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერდება უკრაინის აღმოსავლეთში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ.
” ჩვენ გვჭირდება ვითარების გადაფასება “ჩრდილოეთი ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით. ეს ძალიან ტექნოკრატიულად ჟღერს, მაგრამ ეს აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია, რათა შეჩერდეს გაზსადენის სერტიფიცირება“ , – განაცხადა შოლცმა.