,,მოგიწოდებთ: შეჩერდით, მოიშორეთ ოკეანესგაღმელი პატრონები, არანაირ ბედნიერებას ისინი თქვენ არ მოგიტანენ. როგორც კი მათთვის არასაჭირო გახდებით, ისტორიის სანაგვეზე მოგისვრიან,”- ასე მიმართა ბელორუსიის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელისუფლებას. ლუკაშენკომ სლავ ხალხს შერიგებისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ ბელორუსიის რუსეთთან დაპირისპირების გეგმა ჩავარდნილია.
,,ასეთ მწვავე ვითარებაში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მინდა მივმართო უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელისუფლებას. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადახვედით წითელ ხაზს, მოდით, ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენ, სლავი ხალხი ვცხოვრობდეთ ერთმანეთთან მშიდობით და თანხმობით. ყველაფერი წარმავალია, არა მხოლოდ კონფლიქტები, არამედ ყველაზე საშინელი ომები მთავრდება, ყველაფერი გაივლის, დავიწყებას მიეცემა. პრობლემა იმაშია, ჩვენი კონფლიქტის შემდეგ რა სიღრმის ჭრილობა დარჩება სლავ ხალხს გულზე. ამიტომ კიდევ ერთხელ გთავაზობთ, მოგიწოდებთ: შეჩერდით, მოიშორეთ ოკეანესგაღმელი პატრონები, არანაირ ბედნიერებას ისინი თქვენ არ მოგიტანენ. როგორც კი მათთვის არასაჭირო გახდებით, ისტორიის სანაგვეზე მოგისვრიან. ჩვენი გაზა სიყვარულის და თანხმობის გზა უნდა იყოს. მათ, ვინც ლესავთ შუბს დასავლეთში, ხაზგასმით ვამბობ, დასავლეთში, იცოდეთ, რომ ჩვენ მოღალატეები არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით. თქვენ გეგმავთ ესროლოთ რუსებს ზურგში ბელორუსიის გავლით, მაგრამ იცოდეთ, ეს არ გამოგივათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დავწყნარდეთ, თავი ხელში ავიყვანოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ხალხის ინტერესების შესაბამისად. ღმერთმა არ ქნას, ომის დაწყების შემთხვევაში დაიღუპებიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ ომი, არ სურთ სიკვდილი, მათ უნდათ სიცოცხლე, როგორც ყველას. ეს არის ჩვენი პოზიცია,”-განაცხადა ლუკაშენკომ.