534
„გთხოვთ, ერთად შევაჩეროთ ეს კატასტროფა, არ გაჩუმდეთ“ – მუსიკომა ივან დორნმა კოლეგებს „ინსტაგრამის“ საშუალებით მიმართა და პროტესტის ღიად გამოხატვისკენ მოუწოდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთში მოღვაწე რამდენიმე ხელოვანმაც, მათ შორის, ვალერი მელაძემაც გააპროტესტა.
„გთხოვთ, გემუდარებით, შეწყვიტეთ ომი, ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ, დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან“ – მიმართა პოლიტიკოსებს მელაძემ.
„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის, დმიტრი მურატოვის თქმით, რუსებს პლანეტაზე სიცოცხლის გადარჩენა ანტისაომარი მოქმედებებით შუძლიათ.
რეჟისორი კირა კოვალენკო კი თვლის, რომ გამოსავალი რუსი საზოგადოების ქუჩაში გასვლაა.
„ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია“ – აღნიშნა კოვალენკომ.
იხ. ვიდეო