აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს“, – აღნიშნავს ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ. მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“,- აცხადებს ბაიდენი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, შეერთებული შტატები კოორდინაციაში იქნება ნატოელ მოკავშირეებთან, რათა შეაკავონ აგრესია ალიანსის წინააღმდეგ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
უკრაინის ქალაქებ აფეთქებების ხმა ისმის.