150
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი ჩერნობილის ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს შევატყობინე” – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.