უკრაინის ქალაქებში აფეთქების ხმა ისმის 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ კიევში აფეთქების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია unian.net ავრცელებს.

ამასთან, სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, რომ აფეთქების ხმები ესმით.

რამდენიმე წუთის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. მან დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაუყონებლივ დაწყების თაობაზე პირდაპირ ეთერში განაცხადა. პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მიმართა და დაუმორჩილებლობისკენ და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

You may also like

Leave a Comment