169
„მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს” – ამ კომენტარით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას.
მან სამხედრო ოპერაციის დაწყებით მოსალოდნელ სიკვდილსა და განადგურებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა. მისი თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი და გადამწყვეტი გზით უპასუხებენ პუტინის ქმედებას.
„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს… მთელი მსოფლიო ლოცულობს უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების გაუმართლებელ თავდასხმას განიცდის” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.