ირაკლი ღარიბაშვილი: „საჰაერო სივრცე დაკეტილია და უკრაინაში არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან“

by oninfo.ge
0 comment

„საჰაერო სივრცე დაკეტილია და უკრაინაში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც კი ვერ ჩადიან” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც კიევში შესაძლო ვიზიტს ეხებოდა. მისი თქმით, უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია.

„სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეუძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Comment