იენს სტოლტენბერგი: „მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე – რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს”

by oninfo.ge
0 comment

მსოფლიომ რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ ქმედებებზე – რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც ხელის შემწყობს, – ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული ფასის გადახდა მოუწევთ.

„ეს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კეთდება” – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე განმარტებით, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა მეტი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ და დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარებაში დაეხმარონ.

„ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ იმ გზის გაგრძელებაში, რომელიც ნებაყოფლობით აირჩიეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

You may also like

Leave a Comment