რუსეთს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა აუკრძალეს

by oninfo.ge
0 comment

„არცერთი რუსი მომღერალი არ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 2022 წელს“ – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) განაცხადა და მიზეზად რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა დაასახელა.

გადაწყვეტილება EBU-ს აღმასრულებელმა საბჭომ, ღონისძიების წესებსა და EBU-ს ღირებულებებზე დაყრდნობით,  ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მმართველი ორგანოს – Reference Group-ის რეკომენდაციის შემდეგ მიიღო.   ჯგუფის რეკომენდაციას მხარი  EBU-ს ტელევიზიის კომიტეტმაც დაუჭირა.

წყარო: ევროვიზია

You may also like

Leave a Comment