335
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საფრანგეთი “შეშფოთებულია” ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მოლდოვასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი შესაძლო სამხედრო თავდასხმის განხორციელების გამო. ამის შესახებ მან ლე დრიანმა რადიო France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს. “ეს არის ტოტალური ომი. პუტინმა გადაწყვიტა ამოიღოს უკრაინა ქვეყნების რუკიდან. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.”-აცხადებს ლე დრინი.
ინფორმაციას გამოცემა “დოიჩე ველე“ ავრცელებს.