“ჩვენთვის არ იბრძოლებს არავინ. ნატოში არ გვიღებენ, კიევში კი დივერსიული ძალები შემოდიან. 30 ტანკი, 130 ბრონირებული მანქანა, 5 ავიაგამანადგურებელი, 6 ვერტმფრენი წავართვით რუსეთს დღევანდელი ბრძოლებისას.
ვართ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, მარტო დავრჩით. ჩვენთვის ბრძოლა არავის უნდა. მათ არ უნდათ ჩვენი ნატოში მიღება, მათ ეშინიათ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მოცემა. დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე – ყველას ეშინია, პასუხს არ იძლევიან.
მე ვრჩები კიევში, ჩემს ხალხთან და ჩემი ოჯახიც უკრაინაშია. მე და ჩემი ოჯახი ვართ სამიზნე რუსეთისთვის, მაგრამ უკრაინიდან წასვლას არსად არ ვაპირებთ. მტრის დივერსიული ძალები შემოდიან კიევში. დღეს ვესაუბრე 27 ლიდერს და ვკითხე, მიიღებთ თუ არა უკრაინას ნატოში, ამ შეკითხვაზე კი პასუხს თავს არიდებენ. არ მეშინია რუსეთის! ჩვენ დავრჩით მარტო, ღმერთის ამარა, ახლა ჩვენი ბედი გადის უკრაინელ ხალხზე.” – ზელენსკი