ჯო ბაიდენი: პუტინი იქნება საერთაშორისო არენიდან გაძევებული პიროვნება

by oninfo.ge
0 comment

პუტინის არჩევანი, აბსოლუტურად გაუმართლებელი ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს დაასუსტებს და გააძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო არენიდან გაძევებული პიროვნება იქნება.

„პუტინის ხაზი ძალიან მძიმე მომავალს უსახავს მსოფლიოს, მაგრამ ეს გახლავთ ხედვა, რომელსაც წინ აღუდგება აშშ და ყველა სხვა თავისუფალი სამყარო. ჩვენ უფრო ძლიერები, უფრო გაერთიანებულები და უფრო მიზანმიმართულები გამოვალთ. პუტინის აგრესია დაუჯდება მძიმე ფასად ეკონომიკურად, სტრატეგიულად, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პუტინი იქნება საერთაშორისო არენიდან გაძევებული პიროვნება. ისტორიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის არჩევანი, აბსოლუტურად გაუმართლებელი ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს უფრო დაასუსტებს და უფრო გააძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს. დემოკრატია, ადამიანის ღირსება, ეს გახლავთ გაცილებით ძლიერი ძალები, ვიდრე ზეწოლა, წნეხი და ტირანები, როგორც პუტინია, მას ვერ ამოძირკვავს, ვერ წაშლის ადამიანების გულებიდან, ადამიანის ოცნებიდან დაშინების ქმედებით. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიასა და ავოტოკრატიას შორის ბრძოლას. თავისუფალი ნება გაიმარჯვებს. დარწმუნებული იყავით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

You may also like

Leave a Comment