„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რაც გველოდება. ამ ღამეს უნდა გავუძლოთ.“- უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ქვეყანამ დედაქალაქის დაკარგვა არ უნდა დაუშვას.
„ამ ღამით მტერი მათ ხელთ არსებულ ყველანაირ ძალას გამოიყენებს, რომ ჩვენი წინააღმდეგობა გატეხონ – საზიზღრად, მკაცრად და არაადამინაურად. ამ ღამით ისინი შტურმზე წამოვლენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რაც გველოდება. ამ ღამეს უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება. ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, მაგრამ მოვა დილაც.
დარტყმის ქვეშ ბევრი ქალაქია. განსაკუთრებული ყურადღება კი კიევისკენ უნდა მივმართოთ. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა დავუშვათ.“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს, ხოლო ვისაც შეუძლია, თავდაცვაში უნდა დაეხმაროს ქვეყანას – უნდა გააჩეროს მტერი იქ, სადაც ეს შესაძლებელია.
„თუ დამპყრობლებისთვის საბავშვო ბაღებიც კი დასაშვები სამიზნეა, თქვენ მათ არანაირი შანსი არ უნდა დაუტოვოთ“ – განაცხადა ზელენსკიმ.
იხ. ვიდეო