ევროკავშირმა უკრაინას შეიარაღებისთვის 450 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინელები ვუზრუნველვყოთ ლეტალური შეიარაღებით, დაახლოებით 450 მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტი და დაახლოებით 50 მილიონი არალეტალური შეიარაღებისთვის” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო.

​”მე ვამაყობ, რომ ევროკავშირმა შეძლო თავისი შესაძლებლობების ჩვენება. კარგია, როდესაც შეგიძლია ასეთ გადაუდებელ რეჟიმში ვინმეს დაეხმარო, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანა არის რუსეთის თავდასხმის ქვეშ.

მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით, რომ გადაწყვეტილებები მიგვეღო, რომელიც სამომავლოდ დაგვეხმარება.

 ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი ამას აკეთებს,”- აცხადებს ბორელი.

You may also like

Leave a Comment