შვეიცარიის პრეზიდენტის იგნასიო კასისის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ აქციებს, სავარაუდოდ, ნეიტრალური შვეიცარიაც შეუერთდება და რუსულ აქტივებს გაყინავს. მისივე თქმით, ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტის რეკომენდაციებს განიხილავს.
„დიდი ალბათობაა, რომ შევიცარია ევროკავშირს რუსული აქტივების გაყინვაში შეუერთდება. ამას მთავრობა გადაწყვეტს ხვალ, თუმცა წინასწარ იმ გადაწყვეტელებების განჭვრეტა არ შემიძლია, რომელიც ჯერ არ მიღებულა“ – განაცხადა კასისმა დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. ქვეყანა, მზადაა, დიპლომატიური მომსახურება შესთავაზოს დაპირისპირებულ ქვეყნებს იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის საზღვარზე უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება.