გაეროს განიარაღების კონფერენციაზე სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

by oninfo.ge
0 comment

ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ფრანგულმა დელეგაციამ გამოაქვეყნა.

ვიდეოში ჩანს, რომ ასობით დეპუტატი დარბაზიდან მაშინ გადის,  როდესაც ლავროვის სიტყვით გამოსვლა იწყება.

ვიდეომიმართვაში ლავროვი იმ მიზეზების შესახებ საუბრობდა, რის გამოც ფიზიკურად სხდომას არ ესწრებოდა. მისი თქმით, აღნიშნული იმ „აღმაშფოთებელ ზომებს“ უკავშირდება, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სახით აამოქმედა.

You may also like

Leave a Comment