217
ევროკავშირის 8 ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას უჭერენ მხარს. აღნიშნული შინაარსის ღია წერილს ხელი უკვე მოაწერეს ბულგარეთის ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა.
„ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქევყნების პრეზიდენტები, მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანების პერსპექტივას“, – აღნიშნულია წერილში.
დოკუმენტი ლატვიის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ხელმომწერი ქვეყნები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთხოვენ, მისცენ შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, უკრაინას დაუყოვნებლივ მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და გაიხსნას მოლაპარაკებათა პროცესი.