213
„ოთხ დღეში დაღუპული და დაჭრილი რუსი ოკუპანტების რიცხვმა 5 300-ს გადააჭარბა“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ტყვედაა აყვანილი მტრის ასობით ჯარისკაცი და ოფიცერი.
“ბევრი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა. კრემლმა ისინი კრიმინალებად აქცია. ზოგი მოატყუეს, ზოგიც პროპაგანდამ დააშინა. ზოგადად, დამპყრობლების უმეტესობის მოტივაცია დაბალია და ისინი გრძნობენ უკრაინული იარაღის ძალას. მაგრამ, როცა ხედავენ, რომ მათ არავინ ხვდება ყვავილებით, პირიქით – ფაშისტებს უწოდებენ, ისინი გაქცევას ითხოვენ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.