259
საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა.
ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელი პირობა “ასაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც მოიცავს ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას, უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.
პუტინის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობას არ ემუქრებიან და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებენ.