რეზოლუცია მიღებულია – ევროპარლამენტმა ევროკავშირს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მუშაობისკენ მოუწოდა

by oninfo.ge
0 comment

„რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ – ასეთი სახელწოდებით მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა,იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რითაც აღიარებენ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.

შესაბამის დოკუმენტს  კენჭი  პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში უყარეს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მოიწვიეს. რეზოლუციას ხმა მისცა 676-მა დეპუტატმა, მათგან 637-მა განაცხადა თანხმობა, წინააღმდეგი წავიდა – 13,  ხოლო თავი შეიკავა 26-მა.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, – ნათქვამია რეზოლუციაში.

You may also like

Leave a Comment