230
წინასწარი მონაცემებით, რუსი ოკუპანტების მიერ კიევის ანძაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, შევჩენკოს რაიონში კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვა 18:00 საათისთვის განხორციელდა. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.