„უკრაინისთვის ამ ძნელბედობის ჟამს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მებრძოლი უკრაინისა და საქართველოს დაჩქარებული პროცედურებით ევროკავშირის წევრად მიღება“- “ევროპელი სოციალისტების” განცხადება

by oninfo.ge
0 comment

„უკრაინისთვის ამ ძნელბედობის ჟამს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მებრძოლი უკრაინისა და საქართველოს დაჩქარებული პროცედურებით ევროკავშირის წევრად მიღება“ – პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ სოლიდარულნი ვართ და გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას, უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ომი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხისთვის არის წმინდათა წმინდა სამამულო ომი, რომელშიც საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიცოცხლის დასაცავად იბრძვიან.

უკრაინისთვის, ამ ძნელბედობის ჟამს, მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისა და ქვეყნების მიერ, უკრაინის მხარდამჭერ და ხელშემწყობ მთელ რიგ ქმედებებთან ერთად, როგორც ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია, უპირველესი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მებრძოლი უკრაინისა და საქართველოს დაჩქარებული პროცედურებით, ევროკავშირის წევრად მიღება, რისთვისაც მოვუწოდებთ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს – იმისკენ, რაც სამომავლოდ ისედაც იგეგმებოდა.

მოვუწოდებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე, სრულიად ევროპულ საზოგადოებას, ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო უსწრაფესი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ, რაც უკრაინისთვის, ამ სიტუაციაში, სოლიდარობისა და პარტნიორობის ყველაზე დიდი გამომჟღავნება იქნება“.- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც  „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის სხდომაზე გაახმოვანა.

You may also like

Leave a Comment