211
10 დაღუპული და 35 დაშავებული – ხარკოვის ცენტრში რუსული ძალების მიერ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, თავისუფლების მოედანს საკრუიზო რაკეტა მოხვდა. მაშველების მოსვლის შემდეგ კი მეორე დარტყმაც განხორციელდა.
„ადმინისტრაციის შენობის მესამედი ნაწილი ჩამოშლილია, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან გაწმენდითი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – განაცხადა გერაშჩენკომ.