ხარკოვში რუსული დესანტი დაეშვა

by oninfo.ge
0 comment

ხარკოვში რუსული დესანტი დაეშვა. საინფორმაცია სააგენტო „უნიანის“  ცნობით, უკრაინელი მეომრებმა მათთან ბრძოლა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

“რუსული დესანტი დაეშვა ხარკოვში. დამპყრობლები თავს დაესხნენ საავადმყოფოს – ჩრდილოეთ რეგიონის სამხედრო სამედიცინო კლინიკურ ცენტრს. დაიწყო ბრძოლა დამპყრობლებსა და უკრაინელ დამცველებს შორის”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეგრამის არხის „უკრაინის ოპერატიული შეიარაღებული ძალების“ ცნობით, თავდასხმა იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც ქალაქში და რეგიონში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტის დილით რუსმა სამხედროებმა ცეცხლი ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას გაუხსნეს.

You may also like

Leave a Comment