ზურაბიშვილი: მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით

0 comment

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

მისი თქმით, დღეს უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის და საქართველოც მის გვერდითაა.

“მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება. ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ და ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

You may also like

Leave a Comment