“ნატოს წევრებს აქვთ უფლება უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ” – ენტონი ბლინკენი

0 comment

“ნატოს წევრებს აქვთ უფლება, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

Face the Nation -თან ინტერვიუში დასმულ კითხვაზე, – შეუძლია თუ არა პოლონეთს, დაეხმაროს უკრაინას თვითმფრინავებით, – ბლინკენმა უპასუხა: „ამას მწვანე შუქი აქვს“.

CBS NEWS-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს პოლონეთისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობებს, თუ ოფიციალური ვარშავა გადაწყვეტს,  მოიერიშეები უკრაინას გადასცეს.

You may also like

Leave a Comment