218
რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში 140 ათასზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ დასავლეთი ნაწილი 1 მილიონ 500 ათასმა მოქალაქემ გადაკვეთა. ქვეყნიდან 900 ათას ადამიანზე მეტი გავიდა, რომელთა შორის 764 ათასი გახლდათ უკრაინის, ხოლო 137 ათასი – უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ამავდროულად საზღვარი გადმოკვეთა 143 ათასმა უკრაინელმა, რომელთა შორის 80% იყო მამაკაცი.
როგორც სასაზღვრო სამსახური განმარტავს, საზღვარი ღიაა ასევე 2 ათას 450 ავტომობილისთვის, რომლებიც ქვეყანაში ჰუმანიტარული მისიით მიდიან.