165
კიევის რეგიონში, ქალაქ მაკაროვში, რუსმა ოკუპანტებმა პურის ქარხანა დაბომბეს, რასაც სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია Sky New-მა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, ქარხანაში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა.
აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მიუხედავად ჰუმანიტარული დერეფნების დაპირებისა, რუსები ავიაიერიშებს სხვადასხვა ობიექტსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე მაინც განაგრძობენ.