ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს 

0 comment

ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს.

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადის განხილვა ევროკავშირის წევრი სტატუსის მინიჭებაზე უკვე დაიწყეს. ევროპის ქვეყნების 27 მუდმივი წარმომადგენელი შეთანხმდა, მოიწვიონ ევროკომისია, რათა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილ თითოეულ განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინოს.

უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხდების განხილვას ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით ევროპულმა საბჭომ უნდა მოაწეროს ხელი.

ევროკომისია დასკვნებს  ყველა ქვეყანაზე ცალ-ცალკე მოამზადებს.

აღნიშნული პროცედურა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.

BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს – არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს.

You may also like

Leave a Comment