210
“კურილიის კუნძულები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს გადაეცა, იაპონიას ეკუთვნის” – ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
იაპონური მედიის ცნობით, პრემიერმინისტრმა აღნიშნულის შესახებ 7 მარტს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
“კურილიის კუნძულები იაპონიის ისტორიული ტერიტორიაა, რომელზეც იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება” – აღნიშნა კიშიდამ.
The-Japan-News – წერს, რომ იაპონიისა და რუსეთის მოლაპარაკებები კურლიის კუნძულების შესახებ “ჩიხში შევიდა” და წინა ხელისუფლება მოლაპარაკებების პროგრესის იმედით, რუსეთის ღია კრიტიკისგან თავს იკავებდა.
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და ექსპორტიც შეაჩერა.