„შეთავაზება მოქმედებს 24 საათის განმავლობაში“ – ოკუპანტები ირპენის მერისგან დანებებას ითხოვენ

by oninfo.ge
0 comment

ირპენის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა, გუშინ, კიევის დროით 17:58 სთ-ზე ოკუპანტებისგან მუქარის შემცველი ტექსტი და დანებების შესახებ წინადადება მიიღო.

„პატივცემული ალექსანდრე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეინარჩუნოთ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, და შესაძლოა, მატერიალური მდგომარეობაც. თუ წინადადებამ დაგაინტერესათ, მოგვწერეთ პასუხად +. შეთავაზება მოქმედებს 24 საათის განმავლობაში“ – აღნიშნულია შეტყობინებაში.

telegram

მარკუშინმა შემხვედრი წინადადებით უპასუხა.

მაოცებს , რომ ამ მახინჯმა არსებებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს – ირპენი არ ნებდება, ირპენი არ იყიდება, ირპენი იბრძვის. ვაკეთებ საჯარო კონტრშეთავაზებას ოკუპანტებისთვის – დატოვეთ ირპენის ტერიტორია 24 საათის განმავლობაში და შეუნარჩუნეთ სიცოცხლე და ჯანმრთელობა რამდენიმე ათას რუს წვევამდელ ჯარისკაცს, რომელთაც სახლში დედა, და, შვილი, ბებია და საყვარელი ადამიანი ელოდება. დაბრუნდით რუსეთში, ირპენში მაცხოვრებელ ქალებს კი თქვენ გარეშეც მივულოცავ, – განაცხადა ქალაქის მერმა.

You may also like

Leave a Comment