ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს

by oninfo.ge
0 comment

ოკუპანტებმა ბავშვები, ქალები და ხანშიშესული ადამიანები მარიუპოლიდან არ გაუშვეს. მოწინააღმდეგე მხარემ სროლა ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია  გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“რუსი მონსტრების ასეთი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი.  ოკუპანტების დანაშაულებები არ დარჩება დაუსჯელი“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნეებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, დილით ადრე შეიჭრა. მოწინააღმდეგებმა სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყეს, მოგვიანებით კი იერიში დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს. მოგვიანებით უკრაინული მხარე რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუაციაზე შეუთანხმდა.

You may also like

Leave a Comment