„პანიკის საფუძველი არ არსებობს, შაქრის ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა“ -ოთარ შამუგია

ავტორი oninfo.ge
ოთარ შამუგია

„შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან საქართველოს ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა და ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან.“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში საზოგადოებას ამ კუთხით პანიკის არანაირი საფუძველი არ აქვს.

„რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არაა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე განმარტებით, ბიზნესი მზადაა, რომ გარკვეული პროდუქტები, რომლის მოწოდების პრობლემაც უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას, სხვა ბაზრებიდან მოწოდებით ჩაანაცვლოს.

„ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს ჩვენს ბიზნესს, იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა და ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში. ამ ეტაპზე იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge