„გირჩი“ იარაღის ტარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს

by oninfo.ge
0 comment

,,გირჩის’’ დეპუტატებმა : ვახტანგ მეგრელიშვილმა , ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ჰერმან საბომ პარლამენტში შეიტანეს კანონროექტი ,,იარაღის შესახებ კანონში’’ ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონი იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვისაც, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ერთხელ უკვე ჰქონდა ასეთი უფლება, თუმცა, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ეს უფლება დაკარგეს.

„კანონპროექტი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის.

ასეთები ძირითადად არიან : ყოფილი პოლიციელები, ყოფილი დაცვის სამსახურების თანამშრომლები, ყოფილი ჯარისკაცები და ვეტერანები, ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ.

სხვადასხვანაირი კრიზისები და განსაცდელები ადამიანებს ხშირად ისეთი სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებენ, როგორ გადაწყვეტილებამდეც მშვიდობიანობის დროს მისვლა ძალიან გაჭირდებოდა. მაგალითად, უკრაინამ, ჯერ ფაქტობრივად ზედ ომის წინ სცადა იარაღის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, მაგრამ საბოლოოდ ყველანაირი კანონის დარღვევა მოუწია, რადგან პრეზიდენტ ზელენსკის რეალობამ აჩვენა, რომ არ შეიძლებოდა საკუთარი მოსახლეობის უიარაღოდ დატოვება ოკუპანტის წინაშე.

იარაღის სროლის სასწავლად გამოყოფილი შესაბამისი ადგილები ისევე უნდა იყოს ქვეყანაში, როგორც საფეხბურთო მოედნები. მტერმა უნდა იცოდეს, რომ ისეთ ქვეყანაში შემოდის დასაპყრობად, სადაც ადამიანებმა სროლა იციან.

ეს მთელი პროცესია, რომელიც ერთ დღეში არ დასრულდება, მაგრამ მისკენ ნაბიჯები უკვე უნდა გადავდგათ, რადგან არავინ იცის, თუ როდის დაგვჭირდება საკუთარი თავის ან ქვეყნის იარაღით დაცვა.

პირველი და ყველაზე უსაფრთხო ნაბიჯი თავდაცვის უფლების ლეგალიზების გზაზე არის, იარაღის ტარების უფლების დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ერთხელ უკვე ჰქონდა, მაგრამ დაკარგეს იმის გამო, რომ წამოვიდნენ სხვადასხვა თანამდებობიდან.”- აღნიშნულია, „გირჩის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Comment