239
„პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ“ – დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი რუსი ოკპანტების მიერ მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ცოტა რამაა იმაზე უფრო ამაზრზენი, ვიდრე დაუცველისა და მოწყვლადის სამიზნეში ამოღება. გაერთიანებული სამეფო საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება და პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფო რუსმა ოკუპანტებმა 9 მარტს დაბომბეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.