როგორ გამოიყურება მარიუპოლი ომამდე და ომი შემდეგ – ვიდეო კოსმოსიდან

by oninfo.ge
0 comment

კოსმოსური ტექნოლოგიების ამერიკულმა კომპანიამ – Maxar Technologies-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სატელიტური სურათები, თუ როგორ გამოიყურებოდა მარიუპოლი რუსეთის თავდასხმამდე და როგორია მისი მდგომარეობა ახლა.

შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები ქალაქ მარიუპოლში 1 მარტს შევიდნენ. ოკუპანტები საარტილერიო და საჰაერო დაბომბვით უმოწყალოდ ანადგურებენ როგორც ქალაქს, ისე მის მოსახლეობას. დაბომბვის გამო მარიუპოლს არ აქვს ელექტროენერგია, წყალი და გაზი. არ მუშაობს კავშირგაბმულობაც.

დამპყრობლები ქალაქში არ უშვებენ ჰუმანიტარულ კოლონებს, მშვიდობიან მოსახლეობას კი  ქალაქიდან „მწვანე დერეფნით» გასვლაში უშლიან ხელს. ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

9 მარტს დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს. შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, გარდაიცვალა, ხოლო 17 დაშავდა.

You may also like

Leave a Comment