230
„ჩვენ უკრაინას თავს არ დავსხმივართ“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრი კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის სხვა ქვეყნებზე თავდასხმასაც არ გეგმავს.
„სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვეგმავთ, ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს“ – აღნიშნა ლავროვმა.