ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგა – კულება

by oninfo.ge
0 comment

უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დიმიტრი კულებასა და სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვერ შედგა. ამის შესახებ კულებამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მხარემ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთება შესთავაზა, ასევე მოქალაქეების ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, ცეცხლის 24 საათით შეწყვეტა ითხოვა.

„რუსული მხარე ამაზე არ წამოვიდა. მე მზად ვარ, გავაგრძელო მოლაპარაკებები“ – აღნიშნა კულებამ.

მინისტრის თქმით,  უკრაინა ომის შეჩერებას ვერ შეძლებს, თუ აგრესორს ამის გაკეთება არ უნდა.

„დღეს მოვისმინე, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია, თუ უკრაინა პუტინის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თუმცა უკრაინა არ ნებდება. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ სანამ ამას მივაღწევთ,  დავიცავთ ხალხს რუსული აგრესიისგან“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

You may also like

Leave a Comment