რიკოთთან მომხდარი ავარიის შედეგად, 3 პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, დაშავებულია ერთი პატრული და ევაკუატორის მძღოლი

ავტორი oninfo.ge
ავტოსაგზაო

რიკოთთან მომხდარ ავარიას 3 პატრულ-ინსპექტორი ემსხერპლა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  უბედური შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანისა და  „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახებამ გამოიწვია. უწყებამ  ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და  „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია)  მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო ,უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

დატოვეთ კომენატრი