სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ავტორი oninfo.ge
ავტოსაგზაო შემთხვევა

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის, მათ შორის 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა,   ერთი კი – მძიმედ დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

დაშავებული 9 წლის მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გორში, კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი