229
გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის, მათ შორის 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი – მძიმედ დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
დაშავებული 9 წლის მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გორში, კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.