181
რუსეთმა ჩინეთისგან სამხედრო ტექნიკის მიწოდება ითხოვა. ამის შესახებ Financial Times -იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები, რომლებიც კარგად იცნობენ სიტუაციას, ამბობენ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი მკაცრად გააფრთხილებს ჩინეთს, რომ შედეგები მოჰყვება ნებისმიერი მცდელობას, დაეხმაროს რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაში ან დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში.
თეთრი სახლი შიშობს, რომ ეს ნაბიჯი პეკინსა და მოსკოვს შორის უფრო მჭიდრო კავშირის მანიშნებელია. გარდა ამისა, ჩინეთის დადებითმა პასუხმა შეიძლება შეარყიოს დასავლეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უკრაინის მხარდაჭერისკენ.