,,უკრაინას ატყუებენ, ზუსტად ისე, როგორც ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით”-ზელენსკი

by შორენა პირველი
0 comment

,,უკრაინას ატყუებენ, ზუსტად ისე, როგორც ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ესმის დასავლეთის დუმილი რადგან ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდებით რუსეთმა ევროპის უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ დააყენა.

,,მესმის, რატომ სდუმს მსოფლიო, უკრაინის ორი ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების შემდეგ. გვესმის სიტყვები, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდებით რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. რა პასუხი გასცა მსოფლიომ? არანაირი! ბევრი წამყვანი კომპანია ამ დრომდე არ გასულა რუსეთის ბაზრიდან. ამ ადამიანებს 97 დაღუპული ბავშვის ბედი არ ანაღვლებთ, არც დანგრეული სახლები და განადგურებული დასახლებები. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ატყუებენ, ზუსტად ისე, როგორც ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ ვერავის, ვინც დაგვეხმარება. თუ ეს ადამიანები სისხლის ღვრას აიგნორებენ, მაშინ მსოფლიო ვერაფერს შეძლებს”,- აცხადებს ზელენსკი.

მანვე აღნიშნა, რომ ნატო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ალიანსია, თუმცა ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის აგრესიით.

„ბევრი საუბარი გვესმის მესამე მსოფლიო ომზე, რომ თითქოს ეს შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო დახურავს უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. შესაბამისად, ჰუმანიტარული არასაფრენი ზონა ჯერ არ შექმნილა. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და სკოლები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

You may also like

Leave a Comment