გერმანიამ რუსული გაზის ალტერნატივა იპოვა და გრძელვადიან პარტნიორობაზე შეთანხმდა

ავტორი oninfo.ge
რუსული გაზი

გერმანიამ რუსული გაზის ჩანაცვლების სქემაზე მუშაობს. ამ მიმართულებით ქვეყანამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და  ყატართან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმების დადების შესახებ განაცხადა. Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა დოჰაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება ბერლინის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რომელიც ამ ეტაპზე მისი წლიური მიწოდების ნახევარზე მეტს შეადგენს.   მინისტრს გაზის მოცულობის, მიწოდების პირობებისა და სხვა ნიუანსების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, არაბული სახელმწიფოს საწარმოებთან ხელშეკრულება ცალკეულმა გერმანულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა უნდა გააფრომონ. აღნიშნული კომპანიების ლიდერები ჰაბეკს თან ახლდნენ ყატარში ვიზიტისას.

Reuters-ის ინფორმაციით, ყატარი გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წლების განმავლობაში ცდილობდა, თუმცა აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებებს შედეგი ამ დრომდე არ მოუტანია.

„რუსული გაზი წელს მაინც დაგვჭირდება, მაგრამ არა მომავალში…  ყველაფერი ასე იწყება – ასე რომ, ვისაც აქვს ყურები, უნდა დაიწყოს მოსმენა”, – აღნიშნა  ხაბეკმა.

You may also like

დატოვეთ კომენატრი