რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 112 ბავშვი ბავშვი დაიღუპა, ხოლო 140-ზე მეტი კი დაშავდა

by oninfo.ge
0 comment

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას უკრაინაში 112 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 140-ზე მეტი კი დაშავდა.  დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 57 ბავშვი – კიევში დაფიქსირდა. 36 გარდაცვლილია ხარკოვში, დონეცკში – 28, ჩერნიგოვში – 30, ნიკოლაევში – 21, ჟიტომირში – 15, სუმიში – 14 და ხერსონში – 14.

რეგულარული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, აქედან 69 მთლიანად განადგურდა. დაზიანებული სკოლები და საბავშვო ბაღების უმრავლესობა -138 შენობა- იყო დონეცკში, ხარკოვში დაზიანდა 77 სასწავლო დაწესებულება, კიევში – 41, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 33, ხერსონში – 21, დედაქალაქში – 43.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციის, ეს საბოლოო მონაცემები არაა, რადგან დაბომბვის ადგილების გადამოწმების შესაძლებლობა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აგრეთვე იმ რეგიონებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად, არ არსებობს.

You may also like

Leave a Comment