უკრაინაში ვიდეორეგისტრატორების გამოყენება აკრძალეს

by oninfo.ge
0 comment

უკრაინაში ავტომობილების და მოტოციკლების მძღოლებს ვიდეორეგისტრატორების გამოყენება აუკრძალეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ, ტელეგრამში დაწერა.

„ქვეყნის ყველა რეგიონში აკრძალულია ფოტო და ვიდეოგადაღება საერთო გამოყენების გზების, ობიექტების, ინფრასტრუქტურის, ბლოკპოსტების, გამაგრებების.

ასევე დაუშვებელია სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის ან მოძრაობის გადაღება“- აღნიშნა გერაშენკომ.

You may also like

Leave a Comment