„ის არის ყასაბი“ – ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინზე

by oninfo.ge
0 comment

ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს „ყასაბი“ უწოდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ვარშავაში უკრაინელ დევნილებთან ვიზიტის შემდეგ გააკეთა. კითხვაზე: რამ გაიძულათ დევნილებზე ფიქრი მაშინ, როდესაც ყოველდღიურად გიწევთ საქმის დაჭერა პუტინთან, ბაიდენმა უპასუხა: ის ყასაბია.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადამიანის სულის სირღმით და ძალით გაკვირვებულია.

„ეს წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი. ვუყურებ ამ პატარა ბავშვებს, მინდა მოვეხვიო და  ვუთხრა მადლობა. თითოეულმა აქ მყოფმა ბავშვმა რაღაც ამდაგვარი თქვა: ილოცეთ მამაჩემისთვის, ჩემი პაპისთვის ან ძმისთვის, რომლებიც იბრძვიან. მახსოვს, რას ნიშნავს, როდესაც ვინმე გყავს საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ყოველ დილით დგები და გიკვირს. უბრალოდ, გიკვირს. და ლოცულობ, რომ არ დაგირეკონ“ – აღნიშნა ბაიდენმა.

You may also like

Leave a Comment