304
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, პუტინთან მიმართებაში ის ჯო ბაიდენის სიტყვას არ გამოიყენებს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ყასაბი უწოდა. მისივე განმარტებით, არაა საჭირო ომის ესკალაციამდე მიყვანა არც სიტყვებით და არც ქმედებებით.
“მიზანი არის, შევაჩეროთ ომი ისე, რომ არ ჩავერთოთ ომში. თუ გვინდა, რომ ასე მოვიქცეთ, არ უნდა ჰქონდეს ადგილი ესკალაციას არც სიტყვებით, არც ქმედებებით.“- აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროპა აღარ იმყოფება „ცივი ომის“ კონტექსტში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
„ჩვენ, ევროპელები, არ უნდა დავდგეთ არანაირი ესკალაციის რისკის ქვეშ. ჩვენ, ევროპელებმა არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი გეოგრაფია და ისტორია. ჩვენ არ ვებრძვით რუს ხალხს“- განაცხადა მაკრონმა.