სამხედრო ტყვეების გაცვლა, როგორც ჩანს, რუსეთს არ აინტერესებს – ზელენსკი

by oninfo.ge
0 comment

უკრაინა ტყვეების გაცვლისთვის მზადაა, თუმცა, როგორც ჩანს, რუსულ მხარეს ეს დიდად არ აინტერესებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მისი თქმით, არაა აუცილებელი, ამისთვის ომის დასრულებას ელოდონ.

„იქმნება სიები. ყველას მონაცემი არსებობს, ვინც ტყვედ იმყოფება. ეს ყველას აინტერესებს, თუმცა, ვფიქრობ, რუსულ მხარეს სიები არაფერში სჭირდება. არ არის აუცილებელი ვიმოქმედოთ საყოველთაო კანონებით, თითქოს ჯერ ომი უნდა დასრულდეს და ა.შ. ვერ ვხვდები, რისთვისაა ეს საჭირო. ვფიქრობ, რომ არსებობს შეთანხმება: ყველა ყველაზე. არაა საჭირო გაზომვა: ათი ათზე ან თერთმეტი თერთმეტზე“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მათ რუსი სამხედროების ცხედრების უკრაინის ტერიტორიაზე დატოვება კი არა, მათი ნათესავებისთვის გადაცემა სურთ.

„თავიდან უარს ამბობდნენ, მერე რაღაც ტომრებს გვთავაზობდნენ.. ასე მაშინაც კი არ იქცევიან, როდესაც ძაღლი ან კატა უკვდებათ. ეს ხომ ნაგვის ტომრებია. ვერ ვხვდები, რას ფიქრობენ ადამიანები, რას ფიქრობენ ამ ბავშვების მშობლები. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია მტერი სახელმწიფოს ჯარისკაცებთან მიმართებაშიც კი. ეს ხომ პირუტყვი არაა? და რატომაა ეს ყველაფერი საშიში? იმიტომ, რომ თუ ასეთი დამოკიდებულება აქვთ თავისიანების მიმართ, როგორი შეიძლება ჰქონდეთ სხვებთან მიმართებაში? ჩვენ კი ნამდვილად არ ვართ მისიანები რუსეთისთვის.“- განაცხადა ზელენსკიმ.

You may also like

Leave a Comment